ბლოგ-პოსტები

რა დადებითი თვისებები აქვს ბიორევიტალიზაციას?

ესთეტიკური მედიცინის ცენტრის FABULAB დერმატო-კოსმეტოლოგი მარინა ოზმანოვი:

– ბიორევიტალიზაცია ეს არის ინექციური მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს კანის ღრმა დატენიანებას, ბიოლიფტინგის კოლაგენისა და ელასტინის აღდგენის საფუძველზე.ასაკის მატებასთან ერთად, ჰიალურონის მჟავის რაოდენობის შემცირების გამო კანზე იმატებს ნაოჭების რაოდენობა, ბიორევიტალიზაციის პროცედურა კი მნიშვნელოვნად ეხმარება კანს დაბერების ყველა ნიშანთან ბრძოლაში და ხელს უწყობს ყველა შრის სიმკვრივის აღდგენას.

რა ასაკში შეუძლია ქალს ბიორევიტალიზაციის გაკეთება და რამდენი ხანი სჭირდება უშუალოდ პროცედურის გაკეთებას?

– ინდივიდუალურია, კანის ტიპზეც არის დამოკიდებული, თუმცა 25 წლის ასაკიდან არის საჭირო. პროცედურა კეთდება ადგილობრივი გაუტკივარებით (გელის მეშვეობით) და მისი ჩათვლით ჯამში – 30-35 წუთი.

აქვს თუ არა გვერდითი მოვლენები?

ამ პროცედურას არანაირი ალერგიული ან სხვა გვერდითი მოვლენა არ ახლავს თან.

რას ურჩევდით იმ ქალბატონებს, რომელთაც არასდროს გაუკეთებია ბიორევიტალიზაცია?

– თუ ხართ 25 წლის ასაკის ზემოთ, თქვენთვის ნაოჭების ადრეულ ასაკაში გაჩენა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამასთანავე გიყვართ სისტემატური გარუჯვა და იშვიათად იყენებთ კანის დამატენიანებლებს, თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ყველაზე უსაფრთხო და ეფექტური პროცედურა – ბიორევიტალიზაცია. გვესტუმრეთ ფაბულაბში, სადაც თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომელიც იზრუნებს თქვენი კანის გაახალგაზრდავებისთვის.