კოსმეტოლოგიის მომსახურება მოიცავს:

– სახის ზედაპირული და ღრმა აპარატული წმენდა:

საფუძვლიანი წმენდა აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ხელს უწყობს კრემების და შრატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კანში ღრმა შეწოვას და ეფექტურ მოქმედებას.

– უნემსო მეზოთერაპია:

უნემსო მეზოთერაპია ეს არის სპეციალური უმტკივნეულო მეთოდი, რომლის დროსაც ხდება ელექტროფორეზით ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, ჰიალურონის მჟავის, ვიტამინების კანში შეყვანა არაინვაზიური გზით.
მეზოთერაპიული პრეპარატები არის მინერალური ნივთიერებების , ვიტამინებისა და ამინომჟავების ნარევს – კოქტეილი, რომელიც შერჩეულია პროცედურის ჩატარების ჩვენებების შესაბამისად.

– ბოტოქსი:

ბოტოქსი გამოიყენება მიმიკური ნაოჭების მოსაშორებლად. მიმიკურ ნაოჭებს მიმიკური კუნთების აქტივობა განაპირობებს. მათი დაძაბვისას კანზე წარმოიქმნება ნაკეცები, რომლებიც დროთა განმავლობაში ბოლომდე აღარ სწორდება და ყალიბდება მიმიკური ნაოჭები. ყველაზე ხშირად ისინი ჩნდება შუბლზე, წარბებს შორის, თვალის კუთხეებში.

ბოტოქსის გაკეთებისას აუცილებელია ექიმი სპეციალისტმა ზედმიწევნით კარგად იცოდეს მისი მისი დოზები და სწორად მოხმარება. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კლინიკაში ბოტოქსს აკეთებს მაღალკვალიფიციური გამოცდილი სამედიცინო პერსონალი, რომელიც გადამზადებულია საზღვარგარეთ და აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი.

– PRP – ტექნოლოგია, პლაზმოლიფტინგი, ბიორევიტალიზაციასთან კომბინაციაში

– კონტურული (პერმანენტული) მაკიაჟი